27 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
"სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საკუთარი მედიის თავისუფლება" - ევროკომისარი მედიაზე შესაძლო ზეწოლას ეხმაურება

ტელეკომპანია "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტს, საქართველოში სტუმრად მყოფი ევროკომისარი გამოეხმაურა.

როგორც ლამბერტო ზანიერი აცხადებს, ევროკავშირის წარმომადგენლობა, დამოუკიდებელ მედიაში განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.

"თავისუფალი მედია მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს ფართო დისკუსიის არსებობას, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საკუთარი მედიის თავისუფლება.

ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში. სწორედ მას გააჩნია მანდატი ისაუბროს კონკრეტულ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე"-ამბობს ლამბერტო ზანიერი.

დღის ამბები