27 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
"ის ფაქტი, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი ჩემთვის მიუღებელია" - მღვდელმთავრების პროტესტს მეუფე მელქისედეკი უერთდება

სასულიერო პირების პროტესტი გრძელდება და ყოველ დღე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. 28 ოქტომბრის არჩევნებზე, გონივრული გადაწყვეტილების მიღებას მრევლს ამჯერად მეუფე მელქისედეკი ურჩევს.

მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი ამბობს, რომ სასულიერო პირები პირდაპირ მითითებას არ იძლევიან, თუმცა, მრევლს სწორი არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

"ის ფაქტი, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, ჩემთვის მიუღებელია. ბოლო ორი საუკუნეა, საქართველო იბრძვის თავის გადარჩენისათვის. ყველაფერი დალაგდება, ქართველი ერი ბრძენია და აუცილებლად გადაწყვეტს იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

"მე ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ, ვის დაუჭირონ მხარი, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა, რომ პასუხისმგებლები იქნებიან თავიანთი ქვეყნისა და თავიანთი მომავლის წინაშე,“ - ამბობს მეუფე მელქისედეკი.

დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მრევლს კრიტიკული აზროვნებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

საკუთარ ქადაგებებში ხელსიუფელბის მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ ისაუბრა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები