27 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
ყურაშვილების ოჯახი სენაკის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ - სენაკის მკვიდრი მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს

სენაკში მცხოვრები ყურაშვილების ოჯახი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს.

მალხაზ ყურაშვილი ამტკიცებს, რომ მიწის დაკანონების სანაცვლოდ ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მას ქრთამი მოსთხოვეს.

საუბარია მიწის ფართობზე, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო, თუმცა, ყურაშვილების ოჯახი წლების განმავლობაში იყენებდა. 607 კვადრატული მეტრის ფართობის მიწიდან ყურაშვილებმა 300 კვადრატული ორი წლის წინ შეისყიდეს, დანარჩენი 307-ის გასაფორმებლად კი მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოსალაპარაკებლად ყურაშვილი მუნიციპალიტეტში დაიბარეს და შესთავაზეს, თავად დაესახელებინა სასურველი თანხა.

მალხაზ ყურაშვილის მტკიცებით, მიწის იჯარით სარგებლობის ვადა რამდენიმე კვირის წინ ამოიწურა. მას შემდეგ კი, რაც ქრთამის გადახდაზე უარი თქვა, მიწას აღარც იჯარით აძლევენ და არც აუქციონზე გააქვთ, რომ მისი ოფიციალურად შესყიდვა სცადოს.

ყურაშვილთან შეხვედრას ადასტურებენ მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც, თუმცა, მიწის გამოსყიდვის სანაცვლოდ, ქრთამის შეთავაზების ბრალდებას "აბსურდულს" უწოდებენ. მაღალჩინოსნები ოჯახს ცილისწამებაში ადანაშაულებენ და ურჩევენ პროკურატურას მიმართოს.

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები