27 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
მამუკა ბახტაძე მაიკლ პომპეოს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტი გრძელდება. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკლ პომპეოსთან.

საუბარი შეეხება საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებს.

განხილული იქნება თავდაცვისა და უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ქართული მხარე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრებს.

გუშინ კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილის შეხვდა.

დღის ამბები