26 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი რუსეთის სამხედრო ძალებისთვის ტაძარს აშენებს

ვლადიმერ პუტინი რუსეთის სამხედრო ძალებისთვის სალოცავს აშენებს. პრეზიდენტმა ტაძრის მშენებლობას საძირკველი თავდაცვის მინისტრთან და პატრიარქ კირილთან ერთად ჩაუყარა.

ცერემონიაზე ვლადიმერ პუტინი სიტყვითაც გამოვიდა და გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. მისი თქმით, ტაძარი რუსეთის ეროვნული ტრადიციების პატივისცემისა და სამშობლოს დამცველთა ხსოვნის სიმბოლო გახდება.

95 მეტრის სიმაღლის სალოცავის მშენებლობის დასრულება 2020 წელს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით იგეგმება.

დღის ამბები