28 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
მარიხუანას კულტივაცია - გრიგოლ ვაშაძე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა განცხადება ოპერის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც კანაფის კულტივირებას გულისხმობს, არა ექსპორტზე არამედ შიდა მოხმარებაზეა გათვლილი.

„ეს ცვლილება, რომ შევიდეს კონსტიტუციაში, ამისთვის საჭიროა 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, მე ვიწყებ ამ კამპანიას დღეიდან. ერთ წამში შევაგროვებ 200 ათას ხელმოწერას, პირობას გაძლევთ, შევიტანთ და მივაღწევთ იმას, რომ არასოდეს საქართველოში არავინ აღარ გაიფიქროს, ვაზის ქვეყანა გადააქციოს მარიხუანას და ნარკოტიკების ქვეყანად,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, უნდა აიკრძალოს საქართველოში ნარკოტიკების წარმოება და ნარკოტრაფიკი.

„ამ სატყუარაზე, საქართველოს საზოგადოება, არც ერი და არც ბერი, რომელიც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, არ წამოვეგებით. კატეგორიულად მოვითხოვთ ორ რამეს. პირველი, კანონპროექტი უპირობოდ იქნეს გამოტანილი პარლამენტიდან, უპირობოდ, შეწყდეს ყოველგვარი ლაპარაკი ამ თემაზე და დავიწყებას მიეცეს ეს „ინიციატივა,“ რომელიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერის და ჩვენი ახალგაზრდობის განადგურებაზე არის გათვლილი. მეორე, აუცილებლად შესატანი არის კონსტიტუციაში საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აკრძალავს საქართველოში კანაფის და ა.შ. ნარკოტიკების წარმოებისთვის საჭირო მცენარეების სასოფლო-სამეურნეო კულტურად გამოცხადებას," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები