05 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
პარლამენტის თბილისში გადმოტანით 2.5 მილიონი დაიზოგება... დეპუტატების ხელფასი კი შენარჩუნდება - პარლამენტის აპარატის უფროსი

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - პარლამენტის ადგილსამყოფელად 2019 წლის იანვრიდან თბილისი განისაზღვრება.

უკვე ცნობილია, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან უმუშევარი პარლამენტის ის 50 თანამშრომელი დარჩება, რომლებიც ადგილობრივები არიან და საკანონმდებლო ორგანოში 2012 წლიდან დასაქმდნენ.

პარლამენტის გადატანის მიზეზებზე აპარატის უფროსი განმარტებას აკეთებს. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 2 მილიონ 500 000 ლარი დაიზოგება.

"იმისთვის რომ პარლამენტი სასესიო პერიოდში აქ ოპერირებდეს და მთლიანად ეს შენობა ფუნქციონალურ რეჟიმში იყოს შენარჩუნებული წელიწადში დაახლოებით 2.5 მილიონი ლარი ჯდება ეს ყველაფერი"-ამბობს მიქანაძე.

რაც შეეხება შეკითხვას, მოაკლდებათ თუ არა დეპუტატებს ის 600 ლარი, რომელიც მათ პარლამენტის ქუთაისში გადატანის შემდეგ სამივლინებო თანხების ანაზღაურების გამო მოემატათ, მიქანაძე ამბობს, რომ დეპუტატებს ფიქსირებული ხელფასი აქვთ.

„ხელფასი განსაზღვრულია ბიუჯეტით და მოგეხსენებათ ეს ხელფასი არც დანამატს მოიცავს და არც რაიმე სხვა თანხებს გარდა იმისა, რაც არის მთლიანი სახელფასო თანხა.

შემიძლია მხოლოდ ერთზე გესაუბროთ, დეპუტატებს აქვთ ფიქსირებულის სახელფასო განაკვეთი რაიმე დანამატი რომელიც არის დაკავშირებული მათ ქუთაისში ყოფნასთან ასეთი რაღაცა სახელფასო განაკვეთში არ არის ასახული,“ -ამბობს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე.

დღის ამბები