13 დეკემბერი 2018,   04:36
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი მიიღო.

შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ნატო-ს უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტების გააქტიურება და გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი, ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველოს საკითხზე მოკავშირეებთან უმაღლეს დონეზე პირველად შედგა შეხვედრა, ადასტურებს, რომ საქართველოს, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საუბარი შეეხო რუსულ აგრესიას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს როლს ამ მიმართულებით.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს სამიტს ბრიუსელში, იმ ძალიან მტკიცე და საინტერესო ჩანაწერებს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურების კომუნიკეში მოხვდა და სადაც ერთი მხრივ აღიარებული და დაფიქსირებულია რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში და მეორე მხრივ, ის, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

"ეს ორი ერთმანეთთან ბმაში მყოფი ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ამ სამიტის შემდეგ და ხაზი გაესვა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ გაზრდილია ინტერესი და ამ მიმართულებითაც გაზრდილია თანამშრომლობა ნატო- სა და საქართველოს შორის“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

დღის ამბები