26 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
ფალიაშვილზე მომხდარი დაჭრის საქმეზე სპეცოპერაცია ყიფშიძის ქუჩაზე ჩატარდა

სამართალდამცველებმა გუშინ ყიფშიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია, ფალიაშვილის ქუჩაზე 2 ახალგაზრდის დაჭრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩაატარეს.

პოლიციამ 2 პირი დაკითხვაზე გადაიყვანა. ასევე, გაჩხრიკეს მათი პირადი ავტომობილი.

დაკავებულები რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. 

სამართალდამცველები ფალიაშვილის ქუჩაზე 2 დღის წინ მომხდარ ფაქტს იძიებენ, რა დროსაც 2 ახალგაზრდა, მათ შორის პატრიარქის ექიმის შვილი, დაჭრეს. 

 

 

დღის ამბები