26 აპრილი 2024,   23:49
ვრცლად
მილანის მოდის კვირეულზე კრიტიკოსების დიდი მოწონება პრადას მოდის სახლის ჩვენებამ დაიმსახურა

მილანის მოდის კვირეულზე კრიტიკოსების დიდი მოწონება პრადას მოდის სახლის ჩვენებამ დაიმსახურა.

იტალიელმა დიზაინერმა სტუმრებს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარუდგინა.

მიუჩია პრადა ამბობს, რომ ახალი კოლექცია ექსტრემალური კონსერვატიზმისა და თავისუფლებაზე ოცნებით შექმნა.

ნამუშევრებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. იტალიელმა დიზაინერმა ქაშმირის, სატინისა და შიფონის ქსოვილები და ოქროსფერი დეტალები გამოიყენა.

დეფილე ელექტრონული მუსიკის თანხმებით, მილანის ინდუსტრიულ ზონაში მოეწყო, სადაც პრადას თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცე მდებარეობს.

დღის ამბები