27 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
პარლამეტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოტანას ეხმაურება და რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.

ირაკლი კობახიძე იმ ძირითად მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარლამენტის თბილისში ფუნქციონირება გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე დღეს არის.

კობახიძის თქმით, პარლამენტს ერთ შენობაში ფუნქციონირება ინსტიტუციურად გააძლიერებს.

„არგუმენტი არის მრავალი, მათ შორის ისიც, რომ პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას ნამდვილად წაადგება ერთ შენობაში მისი არსებობა. პარლამენტის სასახლე არ არის მარტო სამუშაო ადგილი, ერთგვარი ოფისი პარლამენტისთვის, ეს არის მისი ერთ-ერთი სიმბოლო და, შესაბამისად, პარლამეტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილების შედეგად, პარლამენტი იანვრიდან ფუნქციონირებას თბილისში გააგრძელებს.

დღის ამბები