27 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
კიმ ჩენ ინი პირველი ოფიციალური ვიზიტით სეულში მიემგზავრება

კიმ ჩენ ინი პირველი ოფიციალური ვიზიტით სეულში მიემგზავრება. მეზობელ ქვეყანას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დეკემბერში ეწვევა.

დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიას სეულის დელეგაციის წარმომადგენელმა მიაწოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტთან ერთად ფხენიანში იმყოფებოდა.

მაღალჩინოსნის თქმით, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი კოლეგის მიწვევა მიიღო და ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკების გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადა.

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდება, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის ორ სახელმწიფოდ დაყოფის შემდეგ სამხრეთ კორეას ეწვევა.

დღის ამბები