27 აპრილი 2024,   02:53
ვრცლად
მილანში მაღალი მოდის კვირეული გრძელდება

მილანში მაღალი მოდის კვირეული გრძელდება. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია მოდის მიმდევრებს ამჯერად რობერტო კავალის სახლმა წარუდგინა. დეფილე, რომელიც დინამიურობით და ენერგიულობით გამოირჩეოდა, ყოფილი რკინიგზის სადგურში გაიმართა და ის ტოპ-მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა გახსნა.

რობერტო კავალის მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, ბრიტანელმა დიზაინერმა პოლ სარიჯმა წელს არჩევანი ძირითადად შორტებსა და მოკლე კაბებზე გააკეთა. კოსტიუმებში დომინირებდა ჭრელი პრინტებიც. ჩვენებას ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ, მათ შორის ფრანგი მსახიობი ვინსენ კასელი ახლადშერთულ მეუღლესთან ერთად. მოდის კვირეული მილანში ხვალ დაიხურება.

დღის ამბები