27 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
დაბინძურებული ჰაერი - ევროკავშირის ინვესტიციები და ახალი ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს დახმარებას უწევს  

პირბადეებით ქუჩაში სიარულის აუცილებლობა შესაძლოა უახლოესი მომავლის რეალობად იქცეს-ასე ფიქრობენ ის ადამიანები, ვინც სუფთა ჰაერის მოთხოვნით სახელმწიფო კანცელარიის წინ აქცია დაგეგმა. აქციას დედები საკუთარ შვილებთან ერთად შეუერთდნენ და მთავრობას მკაფიო მესიჯები გაუგზავნეს. თითოეული მათგანის სურვილია მათი შვილები ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ და მძიმე მეტალებით დაბინძურებულ ჰაერს არ სუნთქავდნენ. 

ექსპერტების აზრით, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წილი გაუმართავ ტრანსპორტსა და ქაოტურ მშენებლობებზე მოდის. კიდევ ერთი პრობლემა შეუმოწმებელი სამშენებლო და სარემონტო მასალებია.

ტრანსპორტი, რომ პრობლემაა, ამაზე თანხმდებიან კიდევ ერთი აქციის მონაწილეებიც, რომლებმაც ერთი დღით ავტომობილები დათმეს და ველოსიპედზე გადასხდნენ.

მთელ მსოფლიოში ველოსიპედი უკვე იქცა ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ტრანსპორტად. ველობილიკების და სპეციალური შუქნიშნების არსებობა კი უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს.

„დათმე ავტომობილის“ აქციას შეუერთდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ევროკავშირი დღეისთვის კლიმატის ცვლილებასთან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლია, რომელიც ინვესტიციებს ახალი ტექნოლოგიების შექმნაში დებს და სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის საქართველოსაც ეხმარება.

ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი, რომელსაც მწვანეთა პარტია ქვეყნის ოთხ რეგიონში ახორციელებს და ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართვას უზრუნველყოფს.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

დღის ამბები