27 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
"ზუსტად ვიცი, რომ ყველანაირ სამედიცინო შემოწმებასა და მკურნალობას გადის" - ჩუგოშვილი ვანო მერაბიშვილზე საუბრობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.

ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, გამორიცხავს ვანო მერაბიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ შესაძლოა, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი მოწამლეს.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატი გადაცემა P.S.-ის“ ეთერში აცხადებს, მერაბიშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას არ უტარებენ.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს თამარ ჩუგოშვილი. მისი განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა მიიღო ყველა ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც განსაზღვრულია ნებისმიერი მსჯავრდებულისთვის.

"სრული აბსურდია, რასაც მეუბნებით. ზუსტად ვიცი, რომ ყველანაირ სამედიცინო შემოწმებასა და მკურნალობას გადის. ზუსტად ვიცი, რომ რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში გადაყვანილი, შესაბამის კლინიკებში და იღებს იმ სტანდარტის მზრუნველობას, რა სტანდარტის მზრუნველობაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა პირმა", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები