27 აპრილი 2024,   01:42
ვრცლად
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი "იბერიას" საქმეზე 

სამაუწყებლო კომპანია "იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მფლობელების განცხადებებს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება.  

ელიზაბეთ რუდის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით დიპლომატიური უწყება ინფორმაციას ფლობს. 

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოში დამოუკიდებელი მედიის არსებობას. 

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობას. როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს,"-განაცხადა ელიზაბეთ რუდმა

დღის ამბები