27 აპრილი 2024,   00:17
ვრცლად
იმედი გვაქვს გამოძიება უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს - ჯანდაცვის სამინისტრო გია თვალავაძის დაკავებას ეხმაურება

ჯანდაცვის სამინისტრო სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავებას ეხმაურება.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების მხრიდან მსგავსი სწრაფი რეაგირება იმედისმომცემია. ჯანდაცვის სამინისტროში მომხდარის დროული და სრულყოფილად გამოძიების იმედს გამოთქვამენ. 

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაუყენეს სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე, არაეფექტური სისტემური რეაგირების გამო. დიდი იმედი გვაქვს გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია. რაც შეეხება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს, ის ამ ეტაპზე ბრალდებულია და საბოლოო განაჩენს უკვე სასამართლო დაადგენს“, - განაცხადა სოფო ჭუმბურიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გია თვალავაძესთან ერთად კიდევ 5 პირი დააკავა.   გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით).

ამავე თემაზე
დღის ამბები