11 დეკემბერი 2018,   01:02
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ირაკლი კობახიძე არაკაცობად და ბინძურ კამპანიად აფასებს

სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც ბოლო დროს  მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, პარლამენტის თავმჯდომარე "ბინძურ კამპანიას" უწოდებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არაკაცობაა და არაადამიანობა ის ბინძური კამპანია, რაც სალომეს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ პრეტენზიები  საზოგადოების და პოლიტელიტის წარმომადგენლების გარდა, სამღვდელოებასაც აქვს. მღვდელმთავრებმა საპრეზიდენტო კანდიდატი  იმ განცხადების გამო გააკრიტიკეს, რომელიც კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებით გააკეთა. მოგვიანებით კი სალომე ზურაბიშვილმა დააზუსტა, რომ სამღვდელოება ზედმეტად ერევა პოლიტიკაში და გამარჯვების შემდეგ ის "ამ საკითხს მიხედავს." 

დღის ამბები