26 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანიის ლობირება და ჯანდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსანი - ადვოკატებს საქმის მასალებს გადასცემენ 

სააფთიაქო ნარკომანიის და ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართება. საქალაქო სასამართლო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელისთვის, გია თვალავაძისთვის და ასევე სხვა პირებისთვისაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელებს.

ე.წ მოდულის შენობაში ადვოკატები შევიდნენ, მათ საქმის მასალები გადაეცემათ. ამ დროისთვის პატიმრობაში 6 პირი რჩება, დანარჩენი 14-ის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის და მასთან ერთად დაკავებულებისთვის პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.

გია თვალავაძეს გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. საქმის მასალების მიხედვით, ის სააფთიაქო ნარკომანიას ლობირებდა და ასევე არ ახდენდა რეაგირებას ოპერატიულ ცხელ ხაზზე შესულ ზარებზე, როდესაც ცნობილი ხდებოდა მისთვის, რომ კონკრეტულ აფთიაქებში ფსიქოტროპული აბები უკანონოდ იყიდებოდა.

სპეცოპერაცია სუს-მა გუშინ ჩაატარა და გია თვალავაძესთან ერთად კიდევ 20 პირი აიყვანა, მათ შორის აფთიაქების მეპატრონეები და თანამშრომლები, მათი ნაწილი გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები