27 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება - არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიში წარადგინეს

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიში წარადგინეს, რომელშიც საუბარია სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.  

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის რისკებზე და გარემოს დაცვის საკითხებზე. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებს არასაკმარისს უწოდებენ და კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემენ.

ყოველწლიურ ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციები 2014 წლიდან წარადგენენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, ეს არის კორუფციის ახალი რისკები და ასევე საჯარო სამსახურში, მიუხედავად განხორციელებული რეფორმისა და მიღებული კანონმდებლობისა, ძალიან სერიოზული რისკები დასაქმების პრობლემები და გარკვეული ნეპოტიზმი, რაც უკვე ჩანს,“ - განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება -საქართველოს აღმასრულებელი დირექტორმა,  ქეთევან ხუციშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, ამბობს, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა საქართველოში საფრთხის შემცველი გარემოა.

„ასევე ასეთი ცნება, შეუქცევადი ზიანი და გარემოს საკითხები მიეკუთვნება ზუსტად შეუქცევადი ზიანის სფეროს. ის ზიანი, რომელიც დღეს ჩვენ გვადგება, ჩვენს შვილებს გვადგება დაბინძურებულ და არაუსაფრთხო გარემოში ცხოვრებით, ის მარტივად ვერ აღმოიფხვრება 5 და 10 წლის შემდეგ გატარებული რეფორმებით,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

 

 

 

დღის ამბები