13 დეკემბერი 2018,   18:35
ვრცლად
„დავრწმუნდით, რომ ყველა იმ ბიზნესს, რომელიც ივანიშვილმა ვერ დაისაკუთრა, უბრალოდ, ხარკს ახდევინებს“ - ნიკა მელია

„დავრწმუნდით, რომ ყველა იმ ბიზნესს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაისაკუთრა, უბრალოდ, ხარკს ახდევინებს,“ -  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გადაცემა არჩევანში აფასებს. 

ჩანაწერებში მიხედვით ირკვევა, რომ ომეგა ჯგუფს, გაყიდული სიგარეტის თითოეული კოლოფიდან ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრის ჩარიცხვას სთხოვდნენ.

„წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ამ ქვეყანაში გაშენდება მარიხუანას პლანტაციები. ვინმეს სიგარეტიდან 2.5 და ყუთზე 12.5 ახდევინებენ, წარმოიდგინეთ, ქართული ოცნების პარტიის ყულაბაში ამ ნარკოპლანტაციების და მარიხუანას პლანტაციებიდან რამდენს გადაახდევინებენ. ხომ დაიმსხვრა ის მითი მთლიანად მოსახლეობისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენი ფული აქვს, რომ რატომ მოიპარავს?“-  განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას განცხადებით, ქვეყანაში მდიდრდება მხოლოდ ვიწრო კლანი და ღარიბდება დანარჩენი საქართველო.

„ერთადერთი გამოსავალია, ყველა უნდა დავირაზმოთ და ეს კორუმპირებული ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ და მერე ნახეთ, რიგი დადგება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელია ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი ან მაღალი თანამდებობის პირი. მისი თქმით, „ოლიგარქმა“ მიითვისა ქვეყნის მართვის სადავეები.

„ეს ხელისუფლება არის აგონიაში, გაბანკროპტებულია. არ იფიქროთ, რომ ისინი ვერ ხვდებიან, რა ცუდ დღეში არიან, განსაკუთრებით ამ კანდიდატის პირობებში, რა ქნან არ იციან. უმძიმეს შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, მაგრამ განზრახ აკეთებენ ამას, რომ მართვის სადავეები კიდევ უფრო არ გაექცეს. ყველგან შემოვარდებიან, ხალხო, აქაც შემოვარდებიან, თქვენთანაც შემოვარდებიან და ოჯახებშიც შემოგვივარდებიან,“ - განაცხადა მელიამ.

 

დღის ამბები