27 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
როგორც ჩანს, ზაზას ავტომანქანაზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა - ელისო კილაძე

„როგორც ჩანს, ზაზას ავტომანქანაზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა, სხვა შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებოდათ ასე ზუსტად მარშრუტის დადგენა,“ - ეს განცხადება, გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ რამდენიმე საათის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც სამართალდამცავებმა ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს.

ელისო კილაძის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია ზაზა სარალიძის დაკავების მცდელობის შესახებ, რის გამოც მასთან ერთად წამოვიდა მანქანით პარლამენტისკენ.

კილაძე გენერალურ ინსპექციას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„მე უკვე მივმართე გენერალურ ინსპექციას და მოვითხოვე გამოძიების დაწყება იმიტომ, რომ ეს არის თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით უკანონო ჩხრეკა, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა კილაძემ.

დღის ამბები