06 მაისი 2024,   08:12
ვრცლად
არჩევნების მეორე ტურში თუ სალომე ზურაბიშვილი და დავით ბაქრაძე გავლენ, ბაქრაძეს მხარს 53% დაუჭერს

საქართველოში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე თუ მეორე ტურში გავლენ დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელს დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე - 53%

სალომე ზურაბიშვილი - 23%

არ ვიცი/ არ ვუპასუხებ - 24%

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები