03 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - "ახალ მემარჯვენეებს" გადაწყვეტილი არ აქვთ მხარს რომელ კანდიდატს დაუჭერენ 

ჯერჯერობით უცნობია რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს და მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

მანანა ნაჭყეპიას თქმით, მათი გუნდის გარკვეული სიმპათიები იყო დავით უსუფაშვილის მხარეს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ მხარი მას დაუჭირონ.

„ჩვენ რაიონებში გვყავს ძალიან ერთგული ადამიანები, რომლებმაც არ გაყიდეს თავიანთი პოლიტიკური მრწამსი არაფერზე და დღესაც "ახალი მემარჯვენეების სახელით" არიან. შევთანხმდებით მათთან ერთად ესე გამოკვეთილად ვის დავუჭერთ მხარს და საერთოდ დავუჭერთ თუ არა მხარს ეს შემდეგ იქნება ცხადი.“-განაცხადა მანანა ნაჭყეპიამ.

დღის ამბები