27 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც რეალურად შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ ქვეყანაში - ზაალ უდუმაშვილი

„28 ოქტომბერს ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, არამედ საქართველოს მომავალს და მე დარწმუნებული ვარ ამ გამარჯვებაში,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, ფილარმონიაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის პოლიტიკურ დევნას ახორციელებს და ასევე, ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას.

„ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი დაიწყება სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებით. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტით, რომლის დაკნინებასაც ქართული ოცნება მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ცდილობდა. თუმცა, ყველას მინდა შევახსენო, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომლის ყველა სიტყვას და ყველა ქმედებას ძალიან დიდი პოლიტიკური წონა აქვს და სწორედ გრიგოლ ვაშაძე იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც რეალურად შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას ლიდერები თბილისის მოსახლეობას ფილარმონიაში ხვდებიან.

დღის ამბები