02 მაისი 2024,   12:52
ვრცლად
ბიზნესის რეკეტი და კრიმინალური მმართველობა საქართველოში - სამოქალაქო სექტორი დიპლომატებს შეხვდება

ბიზნესის რეკეტი და კრიმინალური მმართველობა საქართველოში - გავლენიანი 13 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ამ თემებზე საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას იწყებს.

სამოქალქო სექტორი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდება. არასამთავრობო ორგანიზაციები რომელთა დასკვნებსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები ეყრდნობიან, ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ.

„ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ისაუბრონ მსგავს პრობლემებზე, თუ ასეთ პრობლემებს ადგილი ჰქონდა და ამავდროულად ჩვენ დაველაპარაკებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო სექტორი უნდობლობას უცხადებს გამოძიებას და ფიქრობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება ამ საქმეების გამოსაძიებლად.

„მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ აქ არაფერი არ ხდება და ეს პროცესი შეხებაში არ არის ხელისუფლების მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკებთან, ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი,“-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები