16 ოქტომბერი 2019,   02:30
ვრცლად
მე მაგას გამოვრიცხავ - ირაკლი კობახიძე სპორტის ყოფილი მინისტრის სავარაუდოდ სარდაფში ჩაყვანას და მასზე ფიზიკურ ძალადობას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე არჩევანის ეთერში საუბრობს.

ირაკლი კობახიძე იმ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ოთარ ფარცხალაძის და მისი გარემოცვის მიერ სარდაფში ჩაყვანას და მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

ირაკლი კობახიძე გამორიცხავს ამ ფაქტის ნამდვილობას.

„მე მაგას გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ეს სტილი 2012 წელს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს. ეს არის აბსოლუტურად ეგ სტილი. დღეს ეგ არ ხდება ხელისუფლებაში, დღეს ეგ არ ხდება ქვეყანაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ლევან ყიფიანს და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები