06 მაისი 2024,   17:36
ვრცლად
ჰიპოთეზის დონეზეა ჯერ, თეორიულად ვამბობ შეიძლება შედგეს - აბაშიძე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბრობს

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ გამორიცხავს ზურაბ აბაშიძე. ამის შესახებ განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრაღიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ "კურიერთან" გააკეთა, თუმცა ზურაბ აბაშიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა ჩეხეთში განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო. სავარაუდო შეხვედრა ამ ეტაპზე ჰიპოთეზის დონეზეა - აცხადებს აბაშიძე, თუმცა სერგეი ლავროვის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ორი დღის წინ პრაღაში განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის რუსული მხარე უკვე ემზადება და დღის წესრიგზეც მუშაობს.

"თეორიულად შესაძლებელია, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, ადრე თუ გვიან საჭირო იქნება ნამდვილად, ამ შეხვედრაზე უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს განხილული ის საკითხები, რაც ყველაზე აქტუალურია ჩვენთვის და კონფლიქტურ რეგიონებთან არის დაკავშირებული, თუნდაც მცირე ნაბიჯი უნდა გადაიდგას წინ ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ასეთ შეხვედრას თუკი ჩატარდება ძალიან დეტალური მომზადება დასჭირდება. ჰიპოთეზის დონეზეა ჯერ, თეორიულად ვამბობ შეიძლება შედგეს. ვინ როგორ სად, ეს ყველაფერი თუკი დაიწყება ამ შეხვედრის მომზადება, იქნება გასარკვევი,"-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები