27 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
ვალი რომ არ ჰქონდეს, მაშინ ვიფიქრებდი, რომ წესიერი ბიზნესმენები არიან - გიორგი ქობულია "ომეგა ჯგუფზე" საუბრობს

ეკონომიკის მინისტრი „ომეგა ჯგუფს“ ისევ დავალიანების გადახდისკენ მოუწოდებს. გიორგი ქობულიას თქმით, დავალიანების გამო, კომპანიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის არ სჯერა.

საბიუჯეტო დავალიანებაა მთავარი ფაქტორი, რომელსაც ხელისუფლება სკანდალური ჩანაწერების საწინააღმდეგო არგუმენტად იყენებს.

"მე არ გამიჩნდა კითხვა, ვიცი, რომ ის ვალი რომ აწევს კომპანიას, მე ამას განვიხილავ ჩემი შინაგანი რწმენით, ამას განვიხილავ ამ კომპანიისგან, როგორც მცდელობას, რომ თავი აირიდოს ვალის გადახდისგან. ის ვალი რომ არ ჰქონდეს, მაშინ ვიფიქრებდი, რომ ამ ხალხს, ალბათ, არც ვალი აქვს, წესიერი ბიზნესმენები არიან და ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ და მოდით, გავერკვეთ, რაშია საქმე. აქ პირველი საკითხი მოვაგვაროთ და მერე, როცა მოვაგვარებთ, მერე ვიფიქროთ სხვა საკითხებზე,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები