16 ნოემბერი 2019,   02:39
ვრცლად
ოქუაშვილი ივანიშვილის შეხვედრა - "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელი ყოფილ პრემიერს მოუწოდებს ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვოს 

ბიძინა ივანიშვილი ყველა შეხვედრას იწერს - ამის შესახებ განცხადება, ზაზა ოქუაშვილმა გააკეთა. მას "კურიერმა" ჰკითხა - არსებობს თუ არა დამატებით მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო ჩანაწერები, რომელითაც მასზე განხორციელებულ ზეწოლას და რეკეტს დაამტკიცებს.

ოქუაშვილი ამ კითხვას ღიად ტოვებს და ბიძინა ივანიშვილს სთხოვს გაასაჯაროოს მათი შეხვედრის ამსახველი ფარული ჩანაწერი.

„თქვენ გინდათ, რომ ივანიშვილმა არ ინერვიულოს და წინასწარ იცოდეს ყველაფერი? მოდით შევინახოთ და ცოტა ვანერვიულოთ. თვითონ ხომ არ დაგვეხმარება თვითონ რომ იწერდა, როცა ჩვენ ვიყავით ერთად. იწერს, ყველა შეხვედრას იწერს თვითონ ხომ არ დაგვეხმარება ჯერ ვკითხავდი. დიახ, ბიძინა ივანიშვილი თუ დაგვეხმარება ერთი, თუ არა და მივხედავთ,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა. 

დღის ამბები