03 მაისი 2024,   07:11
ვრცლად
ვანო მერაბიშვილს ისევ საპატიმროში აბრუნებენ - ყოფილი პრემიერის ოჯახი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავს

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, დღეს ვანო მერაბიშვილს ისევ საპატიმროში
დააბრუნებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ექიმებმა განმარტეს, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეს განცხადება კონსილიუმის დასრულების შემდეგ გაკეთდა. სპეციალისტების განმარტებით, სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა და ამ დროისთვის ექიმები ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ. ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველი კი აუცილებლობად მიიჩნევს ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოელმა სპეციალისტებმა შეისწავლონ.

"ამ ადამიანს სახეზე აქვს უკვე წარუშლელი ნაკლი - ჩავარდნილი თვალი, უკან გადაწეული. მას უთხრეს ექიმებმა რომ ეს შეიძლება დარჩეს ან გაუმჯობესდეს. ჩვენ გვაქვს ოფიციალური პასუხი მიღებული რომ შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები ან შევიყვანოთ ქართველი ექიმები. ჩვენ ჩამოვიყვანთ უცხოელ ექიმებს და აუცილებლად გავივლით მასთან კონსულტაციებს/. ფაქტია რომ არ იციან რა ჭირს ამ ადამიანს და არ იციან როგორ უმკურნალონ მას,"-აცვხადებს მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

დღის ამბები