06 მაისი 2024,   07:43
ვრცლად
ბრალდებულებს აქვთ პოზიცია, რომ ისინი არიან კორუფციის მსხვერპლი ამ ქვეყნის მაღალჩინოსანთა ინტერესთა კონფლიქტის გამო, - "სვეტის" საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

სვეტის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს მიიღებს. გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე ბრალს არ აღიარებენ. გამოძიება მათ მენაშენეების მილიონობით ლარის უკანონო დაუფლებას ედავება. ადვოკატი სასამართლოს მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

"თავად ბრალდებულებს აქვთ ეს პოზიცია და მე მთხოვეს განმეცხადებინა, რომ ისინი არიან კორუფციის მსხვერპლი ამ ქვეყნის მაღალჩინოსანთა ინტერესთა კონფლიქტის გამო,"-აცხადებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

დღის ამბები