27 აპრილი 2024,   05:48
ვრცლად
გასაკვირია ექსპერტმა როგორ ვერ მოახდინა იდენტიფიკაცია რომელი პირები საუბრობენ - გიორგი ფანცულაია პროკურატურის განცხადებას ეხმაურება  

„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე ევროპული ექსპერტიზის პასუხს ელოდება. სკანდალურ ჩანაწერებზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატისთვის დამაჯერებელი არ არის.

გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზას ვერ მოეხდინა საუბარში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია.

„უახლოეს დღეებში ჩვენ ველოდებით ევროპიდან იმ ექსპერტიზის პასუხს, რომელიც დანიშნული გვაქვს ჩვენს მხარეს გამოცდილ და პროფესიონალ ექსპერტებთან.

მოხდება ამ ექსპერტიზის პასუხების შედარება, მაგრამ ამ ექსპერტიზაში ისეთი შინაარსია ასახული ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ნამდვილად თავს შეირცხვენს, იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა გასაკვირია ექსპერტმა როგორ ვერ დაადგინა თუნდაც ის, თუ რომელი პირები საუბრობენ და ამის იდენტიფიკაცია როგორ ვერ მოახდინა.

დამოუკიდებელი ექსპერტიზა დაადგენს, რომ საუბრის პროცესი არ არის წყვეტის ქვეშ. შესაბამისად, მე მაქვს დიდი მოლოდინი, რომ მას შემდეგ რაც ევროპიდან ჩამოვა ექსპერტიზის დასკვნა, ნამდვილად თავს შეირცხვენს ეს ექსპერტიზა“-ამბობს გიორგი ფანცულაია.

პროკურატურამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გამოაქვეყნა.

დასკვნის მიხედვით, სკანდალური აუდიოჩანაწერები, რაზეც გამოძიებაა დაწყებული დამონტაჟებულია. ჩანაწერში ფიქსირდება ხშირი წყვეტა და ის ავთენტიკური არ არის. 

ავტორი : ნინო გაზდელიანი

დღის ამბები