27 აპრილი 2024,   00:26
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი, აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი, აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, მცირედით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6186 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 3.0117  ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0125 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.

 

 

 

 

 

დღის ამბები