27 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
„ჩვენ ვართ უმძიმეს კრიზისში, ხალხმა დაკარგა მოთმენა, ვეღარ იტანს სიღარიბეს“ - გრიგოლ ვაშაძე ლანჩხუთში მოსახლეობას შეხვდა

„ბედნიერები ხართ? დაპირება აგისრულეს? ჩვენ მოვედით აქ, რომ გკითხოთ, იმსახურებს ქართველი, გურიის მკვიდრი იმ ყოფას, რომელშიც აღმოვჩნდით?“ – ასე მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლანჩხუთში მოსახლეობას.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, საზოგადოება ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას არ იმსახურებს.   

„ჩვენ სამუშაო ადგილები საქართველოში გვინდა. გვინდა, რომ ჩვენი ოჯახი ღირსეულად ცხოვრობდეს. არ გვინდა ჩვენ ემიგრაცია,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, საქართველოს ეროვნული პრეზიდენტი, ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული სასამართლო სჭირდება.

„ჩვენ ვართ უმძიმეს კრიზისში, ეს კრიზისი არის ეკონიმიკური, პოლიტიკური, სოციალური, მორალური, ხალხმა დაკარგა მოთმენა, ვეღარ იტანს სიღარიბეს, არაადეკვატურ ჯანდაცვას, უიმედობას. მაგრამ მოვიკრიბოთ ძალა, რომ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებში ემიგრაციაში წასვლა არ მოუწიათ და ეს ჩვენი სამშობლო უპატრონოდ არ დარჩეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატმა კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ მთვრობის ინიციატივა გააკრიტიკა. 

"პირველი, რასაც გავაკეთებთ ეროვნული ხელისუფლების შემდეგ, შეწყდება ყველანაირი ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებზე და დაიშლება პოლიტიკური პოლიცია. პოლიტიკურ პოლიციას საქართველოში ადგილი არა აქვს. გრძელდება შეტევა ქართულ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაზე, ახლა გამოგვიცხადეს, რომ საქართველო ნარკოპლანტაციებად, ხოლო სახელმწიფო ნარკობარიგად. ეს არის ჩვენი გენეტიკური ფონდის, ახალგაზრდა თაობის განადგურება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

 

დღის ამბები