27 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი და დავით ბაქრაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდნენ

შალვა ნათელაშვილი და დავით ბაქრაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრა საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს” ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების მეტი ჩართულობაა.

„პროგრამით გათვალისწინებული იყო პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამების წარმოდგენა, მათი ხედავ და ასევე მეორეს მხრივ, თავად უმცირესობების წარმომადგენლების მხრიდან პრეზენტაცია თავიანთი წუხილების და პრობლემების,“- განაცხადა საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელმა, ირმა ბასილაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ქართული სახელმწიფოს განვითარებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ამოცანაა, ამ ხალხთან ერთად, ვინც არის საქართველოს მოქალაქე, ვინც დღეს იზიარებს ჩვენს პრობლემებს, გაჭირვებას და ჩვენს სამომავლო გეგმებს, ამ ხალხთან ერთად წავიდეთ წინ, ამ ხალხთან ერთად, ყველას გვქონდეს განცდა, რომ ჩვენ ვართ საერთო ქვეყნის მოქალაქეები,“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა.

„მე ვთვლი, რომ საქართველოში ეროვნული უმცირესობები არ არსებობს, ყველა ვართ საქართველოს შვილები. ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ქართველს, აზერბაიჯანელს, სომეხს, ებრაელს, რუსს, აფხაზს, ოსს, უკრაინელს, პირველ რიგში სჭირდება ცხოვრების ადამიანური პირობები,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილისა და დავით უსუფაშვილის ანალოგიური შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან 22 ოქტომბერს იგეგმება.

 

დღის ამბები