26 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
საპრეზიდენტო კანდიდატების დაფინანსების წყაროები - სალომე ზურაბიშვილი აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლოსადმი მიმართვას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი დღეს აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვას გამოეხმაურა. პრეზიდენტობის კანდიდატს იმედი აქვს, რომ მაკონტროლებელი ორგანო სხვა საარჩევნო სუბიექტების შემომწირველების საკითხითაც დაინტერესდება.

„აუდიტის სამსახური მიმართავს სასამართლოს, ეს უწყებები მუშაობენ, როგორც უნდა იმუშაონ. ძალიან ნორმალური არის, რომ აუდიტის და იმედი მაქვს, რომ იმავეს აკეთებს ჩემს კონკურენტებზე. აუდიტის სამსახური უნდა იყოს ჩართული, უნდა იყოს ზედამხედველი ამ კამპანიის და მე ამას, მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმები,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აუდიტის სამსახური იმ პირების შემოსავლებზე წვდომას ითხოვს, რომლებმაც ზურაბიშვილს სოლიდური თანხები შესწირეს.

დღის ამბები