27 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
"ასე ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება ააგორო, თქვენ მაგის ოსტატები ხართ" - ფარცხალაძის ქონებასთან დაკავშირებით გია ვოლსკის კითხვები არ აქვს

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებისა და ქონების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრსა და ვიცე-სპიკერს კითხვები არ აქვს.

გია ვოლსკი ამბობს, რომ ფარცხალაძის ადვოკატმა ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლები დეტალურად განმარტა. დეპუტატის განცხადებით, ოპონენტებმა კორუფციის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარადგინონ და ამ შემთხვევაში საქმით პროკურატურა დაინტერესდება. 

"ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ადამინმა უნდა იმუშავოს თუ შეუძლია, მაგრამ ფარცხალაძე სად მუშაობს, რამდენად კანონიერად, ამ საკითხზე მისმა ადვოკატმა ილაპარაკა. მეორე მხარესაც თუ ჰყავს ადვოკატი და თუ აქვს არგუმენტები მანაც უნდა ილაპარაკოს. თუ რამ კრიმინალურია პროკურატურა ჩაერთვება.

ასე ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება ააგორო - თქვენ მაგის ოსტატები ხართ და მერე სულ იყოს ამის თაობაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია სამწუხაროდ,"-ამბობს ვოლსკი.

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძემ სოლიდური შემოსავლები ახლადგახსნილი საავიაციო ქარხნიდან მიიღო. თუმცა სააქციო საზოგადოება „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიების“ დირექტორი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე მათთან არ მუშაობს.

ქარხანა, რომელზეც ფარცხალაძის ადვოკატმა ისაუბრა, 10 მაისს გაიხსნა, ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობს, პროდუქცია არ გაუყიდია და არც შემოსავალი მიუღია.

ამავე თემაზე
დღის ამბები