27 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
არ სჭირდება ხალხს მითითება, ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ საარჩევნო ყუთთან - ვოლსკი ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას  ეხმაურება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას ეხება. 

სამი გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც, საარჩევნო პროცესს აკვირდება, იმ სქემაზე საუბრობს თუ როგორ ახდენს ზეწოლას "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეებზე.

განცხადებაში წერია, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით თანამშრომლებს გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემი უნდა მიუთითოს.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს. გია ვოლსკი საჯარო მოხელეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.

„არ ვიცი მე ამის შესახებ არ გამიგია. ყველამ თავის საქმე იცის და თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კანონს რომელიც ჩვენ მივიღეთ და ბრძანებულება, რომელიც გამოსცა პრემიერ-მინისტრმა ნუ დაარღვევენ, თორემ არის სტრუქტურები, სადაც ამ თემას იხილავენ და შენიშვნის გარდა შეიძლება უფრო მკაცრი ზომებიც იქნეს მიღებული. არ სჭირდება ხალხს მითითება, ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ საარჩევნო ყუთთან როცა მივლენ. და ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი და დავალება ამას ვერ შეცვლის, ასე რომ ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენი მონაპოვარია,“ - განაცხადა გია ვოლსკი

 

დღის ამბები