27 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
ვანო მერაბიშვილს იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი დაუდგინდა - ადვოკატები მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ 

"ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომხატველი მიზეზი,“ - ეს განცხადება, ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა გააკეთეს.

მერაბიშვილის ადვოკატების თქმით, მედიქლაბიდან კონსილიუმის დასკვნა დაგვიანებით მიიღეს, სადაც სწორედ ამ სინდრომზეა საუბარი.

ადვოკატების განცხადებით,  სიმპტომის გამომწვევი მიზეზების დადგენა იმიტომ გართულდა, რომ გამოვლენისთანავე არ ჩატარდა კვლევა.

უფლებადამცველები მიზეზის დადგენის მიზნით, პროცესში უცხოელი მედიკოსების ჩართვას ითხოვენ. 

„დაგვიანებით, მაგრამ გადმოგვეცა მედიქლაბში ჩატარებული კონსილიუმის დასკვნა, სადაც სამწუხაროდ, ვკითხულობთ, რომ ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომხატველი მიზეზი.

„შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ მოცემულობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს და არ არის დადგენილი, რისგან არის გამოწვეული ჰორნერის სინდრომი, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება მას ჰქონდეს ფიზიკური დაზიანების თვალსაზრისით სახეზე გამოხატული.

„შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო, ემკურნალა ივანე მერაბიშვილისთვის და თუ ის ამას ვერ ახერხებს ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები და მოხდეს მისი კონსულტირება ამ ადამიანების მიერ," - განაცხადა ჩივიაშვილმა.

ადვოკატი მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანის განცხადება, სადაც მან ივანიშვილის უფლებადამცველებს კორექტულობისკენ მოუწოდა, ცინიკურია.

ადვოკატი  ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

დღის ამბები