26 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
ქობულეთში ოპოზიცია საჯარო მოხელეებისთვის ბლანკების დარიგების ფაქტს ადასტურებს

ოპოზიცია ქობულეთში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ დარღვევს ადასტურებს. მათი თქმით, მერიასა და ააიპ-ებში დასაქმებულ ადამიანებს ხელისუფლება ზეწოლის ქვეშ აიძულებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას.

ოპოზიციის განცხადებით, თანამშრომლებს სპეციალური ბლანკები ურიგდებათ, სადაც რეალური მხარდამჭერების ვინაობა უნდა იყოს მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ააიპ-ი „სოფლის წყლის“ თანამშრომერლს დაურეკეს, რომელმაც სატელეფონო საუბარში დაადასტურა ინფორმაცია და თქვა, რომ სიები მან მის ხელმძღვანელს უკვე გადასცა.

„ჩვენ ასევე გვინდა მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმოუდგენელ ზეწოლას განიცდიან, ნუ ჩაყვებიან ძირგამომპალ "ქართულ ოცნებას," რომლის მმართველობითი რგოლი აუცილებლად ამ ორ კვირაში დასრულდება, გაუძლონ ამ ყოველგვარ ზეწოლას, ნუ შეშინდებიან და ჩვენ მათ პირობას ვაძლევთ, თუ არ მიიღებენ ამ მარაზმში მონაწილეობას, თუ არ შეავსებენ ამ სიებს, რომელიც ზეწოლიდან გამომდინარეობს, აუცილებლად, თითოეულ მათგანს შეუნარჩუნდება სამსახურები და ისინი ვერასდროს ვერ დაკარგავენ სამსახურს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბონდო თედორაძემ.

საჯარო მოხელეებისთვის ბლანკების დარიგების ფაქტს უარყოფს ქობულეთის მერის მოადგილე, სულხან მოწყობილი.

დღის ამბები