17 ნოემბერი 2018,   05:26
ვრცლად
პორტუგალიის სანაპიროს ძლიერმა შტორმმა „ლესლიმ“ გადაუარა

პორტუგალიის სანაპიროს ძლიერმა შტორმმა „ლესლიმ“ გადაუარა. სტიქიამ ლისაბონი, ლეირიას ოლქი და კოიმბრა დააზარალა. დაიტბორა ქუჩები და შენობების პირველი სართულები. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც 70 ათასზე მეტი ადამიანი დენის გარეშეა დარჩენილი.

ქარის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევს. სინოპტიკოსების განცხადებით, ლესლი ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმია, რომელიც პორტუგალიის სანაპირო დაატყდა თავს.

ამ დროისთვის ციკლონი ესპანეთს ემუქრება. სამაშველო სამსახური ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერ წვიმასა და ქარს პროგნოზირებენ. მოსახლეობას ქუჩებში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

დღის ამბები