13 ნოემბერი 2018,   23:07
ვრცლად
საბიუჯეტო თანხების, სავარაუდოდ, გაფლანგვა - ქუთაისში არსებული "მადლიერების სახლით" სამართალდამცველები დაინტერესდნენ 

ქუთაისში არსებული "მადლიერების სახლით" სამართალდამცველები დაინტერესდნენ. იხარჯებოდა თუ არა საბიუჯეტო თანხები უკანონოდ ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ”მადლიერების სახლიდან” - საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. საგამოძიებო უწყება გაფლანგული ფულით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ”მადლიერების სახლის თანამშრომლებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს. თანხების უკანონო გაფლანგვასა და მითვისებაში დაწესებულების დირექტორს, თამთა ბაკურაძეს ადანაშაულებენ. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ბაკურაძის მფარველობაში ქალაქის მერს ადანაშაულებს. 

კიდევ ერთი სარჩელი თამთა ბაკურაძის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოშია. ”მადლიერების სახლის” დირექტორს ყოფილი თანამშრომლები უჩივიან. მათი განცხადებით, დირექტორმა ისინი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

"მადლიერების სახლის" დირექტორი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. თამთა ბაკურაძე ყოფილ თანამშრომლებს მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს.

უახლოეს დღეებში დაწესებულების დირექტორს სავარაუდოდ, დაკითხვაზეც დაიბარებენ.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

 

 

დღის ამბები