17 ნოემბერი 2018,   05:29
ვრცლად
სვეტიცხოვლობა მცხეთაში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მცხეთაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები იმართებოდა. უსაფრთხოების მიზნით სამანქანო მოძრაობა შეწყვეტილი იყო, სტუმრები და მრევლი ძირითადად ფეხით გადაადგილდებოდნენ. 

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დღეს სვეტიცხოვლობის აღნიშვნა საზეიმო წირვით დაიწყო. საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს პატრიარქმა მიმართა და მცხეთის ისტორიულ მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ილია მეორის ქადაგებას ტაძარში მისული საპრეზიდენტო კანდიდატები და მთავრობის წევრები ისმენდნენ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მცხეთის რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან და მმართველის გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად იტრაპეზა

მცხეთობის დღესასწაულის აღნიშვნა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ თარიღი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა.

 

 

 

დღის ამბები