27 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმე - აშშ საუდის არაბეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

ოფიციალური ერრიადი დასავლეთის ქვეყნებს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემთხვევაში, “სერიოზული ზომებით” უპასუხებს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი დადასტურდება საუდის არაბეთის ხელისუფლების როლი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეში, დონალდ ტრამპი შესაბამის ზომებს მიიღებს, ამერიკის სენატმა კი შესაძლოა ქვეყნის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესოს.

ერრიადს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
თურქეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

დღის ამბები