15 ნოემბერი 2018,   21:51
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"სირცხვილია, მეხი არ დაგეცეთ, ისეთ რაღაცებს იძახით" - ალეკო ელისაშვილი ანრი ოხანაშვილს მიმართავს

„ქვეყანა დაგვემხო თავზე,“ - ეს განცხადება თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, გადაცემა არჩევანში გლდანის ციხეში გაკეთებული აუდიოჩანაწერების შეფასებისას გააკეთა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ქვეყანაში უამრავი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არსებობს.

ელისაშვილის შეფასებით, ამ ჩანაწერების გამოძიების იმედი არა აქვს.

„პროკურატურა საქმეებს უნდა იძიებდეს და ორი დღის წინ დადგეს რაღაც სამარცხვინო ამბავი, რაც დღეს მოგვაჩეჩეს, როგორც ფაქტი,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი იხსენებს ომეგა ჯგუფის საქმეს და ლევან ყიფიანის განმარტებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოქუაშვილთან ერთად განზრახ აკეთებდა ჩანაწერებს.

ელისაშვილის თქმით, ამის მსგავსად საუბრობს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ მირზა სუბელიანთან შეთანხმდა, რომ ტყუილს იტყოდა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით.

„სპორტის მინისტრს, დეპუტატებს, ქართულ ოცნებას მეტი საქმე არ გაქვთ, რომ იაროთ და ტყუილები არ ჩაწეროთ ხოლმე? კარგი, ვითომ ყეყეჩები, ბრიყვები ვართ და ვერაფერს ვერ ვხვდებით, მაგრამ მეტი საქმე არ გაქვთ? ქვეყანაში პრობლემა არ არის, რომ ტყუილები არ ჩაწეროთ ხოლმე და არ გვასმენინოთ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები „კორუფციის ჭაობში არიან ჩაძირულები“ და ქვეყანაზე საერთოდ არ ზრუნავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, კონკრეტული მაგალითების დასახელებისკენ მოუწოდა.

„სირცხვილია, მეხი არ დაგეცეთ, ისეთ რაღაცებს იძახით,“ - მიმართა ელისაშვილმა ოხანაშვილს.

ელისაშვილის თქმით, თუ ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ექნებოდა, მაშინ შს მინიტრს, გიორგი გახარიას და მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, თანამდებობებიდან გადააყენებდნენ და საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ პირებს დანიშნავდნენ.

დღის ამბები