27 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატების დაზიანება - "ნაციონალური მოძრაობა" დროულ გამოძიებას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატების დაზიანებას აპროტესტებს.

მათი თქმით, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყება ამ საქმის წარმოებას აჭიანურებს. პარტიის წარმომადგენლები ამ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ.

„დაფიქსირებულები არიან ეს ადამიანები ვინც აზიანებს პლაკატს. რიგითი პოლიციელი მზად არის გამოიძიოს ეს, ხოლო შს მინისტრი ცდილობს, რომ ამ ყველაფრის ჩაფარცხვა მოხდეს,“ -ამბობს ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ქათამაძე.

დღის ამბები