26 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარება - მაიკ პომპეო თურქეთში გაემგზავრა

ერ-რიადში გამართული მაღალი რანგის შეხვედრების შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თურქეთში გაემგზავრა, სადაც გაუჩინარებული საუდელი ჟურნალისტის გამოძიების მიმდინარეობას პირადად გაეცნობა.

მაიკ პომპეომ საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან ჯამალ ხაშოგის საქმეზე გამოძიების ჩატარების პირობა მიიღო. ამ თემაზე სატელეფონო საუბარი შედგა დონალდ ტრამპსა და საუდის არაბეთის პრინცს შორისაც.

მედიასაშუალებები კი თურქ მაღალჩინოსნების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობის ჩხრეკისას, ჟურნალისტის მკვლელობის მტკიცებულებები მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა.

დღის ამბები