17 ნოემბერი 2018,   05:28
ვრცლად
"მე დიდი სურვილი მაქვს რომ ამ ქვეყანაში ამ ჩანაწერებიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ სხვა ჭრილში," - სალომე ზურაბიშვილი

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ახალი ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება. ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს სხვა ჭრილში და ჩანაწერების გავრცელების დრო უდნა დასრულდეს. მისივე თქმით ეს არამხოლოდ მისი, არამედ საზოგადოების სურვილიცაა.

"მე დიდი სურვილი მაქვს რომ ამ ქვეყანაში ამ ჩანაწერებიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ სხვა ჭრილში რომელიც აუცილებელია ჩვენის საზოგადოებისთვის,"-აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ ახალ ჩანაწერებში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უყვება როგორ იყო მზად სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის, გარდა ამისა, იგი ახსენებს კომპრომატებს სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრზე, კახა კახიშვილზე. სუბელიანი ასევე საუბრობს მიმოწერაზეთბილისის ყოფილ პროკურორთან, მიხეილ შაყულაშვილთან. მირზა სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კომპრომატები გაასაჯაროოს.

დღის ამბები