26 აპრილი 2024,   22:46
ვრცლად
ჩემი სურვილით მივიტანე და ჩავრიცხე - ვიქტორ ჯაფარიციძის მეუღლე სალომე ზურაბიშვილისთვის 50 ათასი ლარის შემოწირულებაზე საუბრობს

მესტიის მაჟორიტარის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლი, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის შეწირულ 50 000 ლარზე განმარტებებს აკეთებს.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის ვიქტორ ჯაფარიძის ცოლი ამბობს, რომ მან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, 50 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილისთვის შეეწირა. ნათია ხვისტანი „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს,რომ მას დანაზოგი ჰქონდა.

„ჩვენ გვაქვს ჰესი წალკის რაიონში ჰესი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ბიზნესი და იმით ვცხოვრობთ, დეპუტატის ხელფასი ნამდვილად საკმარისი არ იქნება იმისთვის რომ შემოწირულობა გამეკეთებინა. არავის უთხოვია. ჩემი ნება-სურვილით, მხოლოდ ჩემი ნება-სურვილით, ჩემი ანგარიშით ჩავრიცხე უბრალოდ ხელით ჩავრიცხე მივიტანე და ჩავრიცხე, რა საჭიროა ახლა ამდენი შეკითხვა?“-ამბობს ხვისტანი.

დღის ამბები